Aa
Aa

"მისით ბედნიერები არ ვართ" - ქეცბაია ნიკა ნინუაზე

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ანორთოსისმა“ „პაფოსს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას კლუბმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 1 ქართველი ნიკა კაჭარავა იმყოფებოდა.

თემურმა ქართველი თავდამსხმელი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. გიორგი ლორია სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, ხოლო ნიკა ნინუა განაცხადშიც კი არ იყო. ამასთან დაკავშირებით, ქეცბაიას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.

ქეცბაია:

„ლორიას გარკვეული პერიოდი არ უვარჯიშია და მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ვარჩიე. რაც შეეხება ნინუას, ზოგადად ფეხბურთელს 10 წუთიც, რომ მოგეცეს, შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო. მას კუნთის პრობლემები აქვს, თუმცა ნინუათი ბედნიერები არ ვართ და არც ის არის ჩვენით ბედნიერი.“

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში 8 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და „ლიდერ“ „აპოლონს“ 9 ქულით ჩამორჩება. ცნობისთვის გეტყვით, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა ბოლო ორი დაპირისპირება მოიგო. მომავალ ტურში კი „ნიქოზიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები