მაურიციო სარი ლაციოში დაბრუნდა
მაურიციო სარიმ „ლაციო“ ჩაიბარა. ამის შესახებ განცხადება თავად კლუბმა გაავრცელა.
მან ამ პოსტზე მარკო ბარონი შეცვალა, რომელიც გუნდს 2024 წლის ივნისიდან წვრთნიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის იტალიელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, გაგრძელების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ სარი „ლაციოს“ 2021-2024 წლებშიც წვრთნიდა.
გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში გუნდმა სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და ევროთასებზე ვერ გავიდა.