ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ფლიკი გახდა
ჰანსი ფლიკი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
კატალონიის „ბარსელონას“ თავკაცმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამ ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ პეპე ბორდალასი, მანოლო გონსალესი, მანუელ პელეგრინი, მიჩელ სანჩესი, ერნესტო ვალვერდე და დიეგო სიმეონე.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა სპეციალისტმა „ბლაუგრანა“ გასული წლის მაისის მიწურულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და სამეფო თასი მოიგო.