ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარმა ქართული ფინალი იხილა. 81-კილოგრამ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცს ტატო გრიგალაშვილმა აჯობა და საქართველოს მონაგარს ოქრო და ვერცლის მედლები შეემატა.

რამდენიმე წუთის წინ კი თავი ილია სულამანიძემ, 100-კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოიჩინა. მისი დაპირისპირება საკმაოდ რთული გამოვიდა, თუმცა უნგრელ ჟომბორ ვეგის იპონით აჯობა და ოქროს მედალი არ დათმო.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საინტერესოა, რომ ამ წონით კატეგორიაშიც ქართული ნახევარფინალი გაიმართა ერთმანეთს ილია სულამანიძე და გიორგი ჩიქოვანი დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, ილიამ ოქრო მოიპოვა, ხოლო გიორგიმ -  ბრინჯაო.

      მიმდინარე ჩვენი ქვეყნის დელეგაციისთვის წარმატებულია - 10 გამოსვლა ვიხილეთ და ერთდროულად 8 სპორტსმენმა ფინალურ ბლოკში ასაპარეზობა შეძლო, შესაბამისად, ეს ჩვენი დელეგაციისთვის ბოლო მედლები არ იქნება.

      მსგავსი სიახლეები