Le Parisien: კვარამ უკვე ყველანი გაგვაგიჟა
ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ამბობს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მათი გაგიჟება უკვე შეძლო.
„ხვიჩა 1970-იანი წლებიდან დაბრუნებულ მოთამაშეს ჰგავს. გარეგნობა, ხასიათი, სათამაშო სტილი... ჩვენ ყველანი ვგიჟდებით კვარაზე. პარიზში ჩამოსულ ქართველს სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა ქომაგების გულების დასაპყრობად. ამ თავდამსხმელში ყველაფერი გხიბლავს.
მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ელვისებრი აჩქარება საკმარისი გამოდგა, რომ პსჟ-ს ქომაგებს მისთვის სიმღერა მიეძღვნათ („Kvaraaaa, lololololo, Kvaraaa, lololololo“). ხვიჩა მათი გულების მოგებასა და მოლოდინების გამართლებას აგრძელებს.
ამ ზამთარს მან ნეაპოლი 70 მილიონ ევროდ დატოვა. 24 წლის კვარამ იტალია გმირის სახელით დატოვა და კლუბის აბსოლუტური ლეგენდის დიეგო მარადონას პატივსაცემად კვარადონას მეტსახელი დაიმსახურა.
პარიზში მისი ჩასვლიდან ხუთი თვის შემდეგ, ხვიჩა კლუბის პერსონალისა და გულშემატკივრების ერთსულოვანი ფავორიტია“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ დღეს (23:00) საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ დაუპირისპირდება. 31 მაისს კი მიუნხენში სეზონის ბოლო და მთავარ მატჩში „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენს.