ილია თოფურია
Aa
Aa

რომ არა ილია, MMA ასეთ დონეზე არ იქნებოდა | თოფურიას ყოფილი მწვრთნელი

ილია თოფურიამ და ალექსანდრე თოფურიამ ხორხე და აგუსტინ კლიმენტებთან თანამშრომლობა დაასრულეს. Marca-ს ინფორმაციით, „ელ მატადორსა“ და „კონკისტადორს“ ახალი მწვრთნელები ეყოლებათ და ცნობილია მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა. ძმები კლიმენტები ალიკანტეში მოღვაწეობენ, ილია კი მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად და მხარეებმა თანამშრომლობა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სწორედ ამიტომ შეწყვიტეს. „ელ მატადორის“ კრივის მწვრთნელი, ხავი კლიმენტი ძმებ კლიმენტებთან დაკავშირებული არაა და კვლავინდებურად თოფურიას ბანაკში რჩება.

Mundo Deportivo-ზე ხორხე კლიმენტის ინტერვიუ გამოქვეყნდა, ერთ-ერთი კითხვა ილიას ეხებოდა.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე ღირებული, რაც თოფურიებს გადაეცით და რა იყო ყველაზე ღირებული, რაც მათგან მიიღეთ?

- წლებია ერთად ვართ. ჩვენ უკვე ის ხალხი ვართ, ვინც სიმწიფეს მიაღწია. ფინანსურად ორივეს დამოუკიდებლად ცხოვრება შეგვიძლია. მე მისით საოცრად მადლიერი ვარ, ისევე როგორც ის ჩემით. თანამშრომლობა ორივესთვის სასარგებლო იყო. წარმოიდგინე, რომ არა ილია,  MMA ასეთ დონეზე არ იქნებოდა. ზღაპარში ვცხოვრობთ. შევძელით მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფერში ვმონაწილეობდით. მისით მადლიერი ვარ და ეს ყოველთვის ასე იქნება, მადლიერება არასდროს გამიქრება.

რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მომენატრებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. მათ ისევ გავყვები, როგორც ყოველთვის, მაგრამ სერიოზული არ იქნება, თუ მხოლოდ ბრძოლისას გამოჩნდები. აქ მომავლის პერსპექტივებია, ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ილია ჩემპიონის ქამრებს მოიგებს, მე ჩემპიონებს გავზრდი და ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე და ილია კლიმენტის კლუბთან 13 წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ. მათ ერთმანეთს წარმატება უსურვეს და არანაირი პრობლემა არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევმა სონენს უპასუხა | ჩეილი ამბობს, რომ ისლამი ილია თოფურიას გაექცა
მახაჩევმა სონენს უპასუხა | ჩეილი ამბობს, რომ ისლამი ილია თოფურიას გაექცა