„ბირთვი გადავსებულია, კონკურენცია ელის“ - Record-ი ქოჩორაშვილზე
გიორგი ქოჩორაშვილი 2025/26 წლების სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგის“ ღირსებას დაიცავს. პორტუგალიელებს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი ჯამში 7.5 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
პორტუგალიური გამოცემა Record-ი საინტერესო სტატიას ავრცელებს და „სპორტინგის“ მომავალ სეზონზე წერს, სადაც გუნდში დიდი კონკურენცია იქნება, განსაკუთრებით კი ქოჩორაშვილის პოზიციაზე - ნახევარდაცვის ცენტრში.
„ქოჩორაშვილის გადავსებულ ბირთვში (ნახევარდაცვა) მოდის. ქართველს დიდი კონკურენცია ხვდება. იმის ფონზე, რომ სპორტინგის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი მორტენ იულმანი შესაძლოა გუნდში დარჩეს, ეს რგოლი გადავსებული გვეჩვენება.
შესაძლოა ლისაბონელებმა იჩქარეს, როცა ქოჩორაშვილი შეიძინეს, რომელსაც ნახევარდაცვის ცენტრში შეუძლია თამაში.
25 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევანტეს ლა ლიგაში დასაბრუნებლად ეხმარება. სპორტინგმა ის 2030 წლამდე გაიფორმა.
ამ ფეხბურთელების გარდა მთავარ მწვრთნელ რუი ბორხესს ცენტრში ზენო დებასტი, ჰიდემასა მორიტა, დანიელ ბრაგანსა ჰყავს. ახალი სეზონიდან გუნდში მართლაც დიდი კონკურენცია იქნება“.
აქვე გეტყვით, რომ „ლევანტე“ ლა ლიგა ორს 73 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებთან 2-ქულიანი ფორა აქვს. ვალენსიელები დარჩენილ ორ ტურში ჯერ „ბურგოსს“ (25 მაისს) ესტუმრებიან, შემდეგ კი „ეიბარს“ (1 ივნისს) უმასპინძლებენ.
რაც შეეხება ქოჩორას ახალ გუნდს, „სპორტინგი“ ზედიზედ მეორე პორტუგალიის ჩემპიონი გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.