ჰაიდენჰაიმის ფრე 0:2-დან - ბუდუს აქტიური ტაიმი ელვერსბერგთან
ბუნდესლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ელვერსბერგს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.
სტუმრებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს და 42-ე წუთისთვის 2:0-საც იგებდნენ. მასპინძლებმა პირველ ნახევარში მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს.
რაც შეეხება ბუდუს, ქართველი ფორვარდი თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე გამოჩნდა და აქტიურიც იყო. რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. გუნდელს საგოლე პასსაც უკეთებდა, თუმცა გატანა ვერ შეძლეს. ორი მომენტი თავად ზივივაძესაც ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ვერც მან გაიტანა, მაგრამ ჯამში ცვლილებაზე კარგად შევიდა და თავისი გუნდის იერიშებს მრავალფეროვნება შესძინა.
ბოლოს გეტყვით, რომ განმეორებითი შეხვედრა 26 მაისს (22:30) „ელვერსბერგის“ სტადიონზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული გუნდი გაისად ბუნდესლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.