ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„თოფურია მახაჩევს დაამარცხებდა“ | რენატო მოიკანოს პროგნოზი

ისლამ მახაჩევის ყოფილმა მეტოქემ, რენატო მოიკანომ რუსი მებრძოლისა და ილია თოფურიას შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა. ბრაზილიელმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორს“ მახაჩევის დამარცხება შეუძლია.

„ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირებას სიამოვნებით ვნახავდი. ამ მომენტისთვის, ვთვლი, რომ თოფურია გაიმარჯვებდა და მეც მომიგებდა. მსუბუქ წონით დივიზიონში, ილია სერიოზული საფრთხეა.

თოფურიას გრეპლინგი, კრივი და ოქტაგონზე გადაადგილების უნარი მახაჩევისთვის უდიდესი პრობლემა იქნებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და უახლოეს მომავალში, ამ ორთაბრძოლას ვერ ვნახავთ“.

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლის შემდეგ, „ელ მატადორი“ მახაჩევთან ჩხუბს ითხოვდა, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო. ისლამი და მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ილიას ტოპ 5-ის რომელიმე წარმომადგენელი უნდა დაემარცხებინა და საჩემპიონო ორთაბრძოლა დაემსახურებინა. საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა და მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი UFC-ის ლეგენდასთან ვარჯიშობს | მერაბის ახალი ვიდეო
ომალი UFC-ის ლეგენდასთან ვარჯიშობს | მერაბის ახალი ვიდეო