ომალი UFC-ის ლეგენდასთან ვარჯიშობს | მერაბის ახალი ვიდეო
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს შონ ომალის წინააღმდეგ დაიცავს. „მანქანა“ და „შუგა“ თბილისის დროით, 8 ივნისს იჩხუბებენ და მათი ორთაბრძოლა UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.
ომალი ჩხუბისთვის განსაკუთრებულად ემზადება და შონს UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, დემეტრიუს ჯონსონი ეხმარება. „შუგას“ მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და როგორც ვხედავთ, „მაითი მაუსი“ ომალის ჭიდაობაში ავარჯიშებს.
საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის დვალიშვილიც ემზადება და საკუთარ თავს არ ღალატობს. „მანქანამ“ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: „შეგიძლია შენი ქურთუკი გქონდეს, მაგრამ ჩემს ქამარს ვერ წაიღებ“.
You can have your jacket back - but you ain't getting my belt ???? #UFC316 pic.twitter.com/qPFvT1JiSZ
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) May 21, 2025
როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სწორედ ომალის დამარცხებით დაისაკუთრა. მერაბმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და შემდეგ ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაიცვა.