ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

დამაჯერებელი გამარჯვება ორ სეტში | ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 270-ე ნომერს, ჟოფრი ბლენკენოს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.

პირველი სეტი ბასილაშვილის უპირატესობით წარიმართა. 2:2-ზე, ნიკოლოზმა ბრეიკპოინტი შეასრულა, 4:2-ზე კი მეტოქის ჩაწოდება კიდევ ერთხელ მოიგო. „ბასილას“ საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და პირველი პარტია 6:2 მოიგო.

მეორე სეტი იმავე სცენარით დაიწყო. 1:1-ზე, ბასილაშვილმა ბრეიკპოინტი გამოიყენა და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. 4:2-ზე, ნიკამ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, თუმცა ბლენკენომ უკუბრეიკი შემოგვთავაზა. საბოლოოდ, 5:4-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდება მოიგო და პარტიაში 6:4 იმარჯვა.

ცნობისთვის, როლან გაროსის ძირითადი ბადე 25 მაისს დაიწყება. ბლენკენომდე როლან გაროსის კორტებზე ქართველმა ჩოგბურთელმა პოლონელ ვაჩეროსა და ნიდერლანდელ ბროუვერს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში