არინა საბალენკა
Aa
Aa

ოსაკასთან დამარცხდა - საბალენკა უიმბლდონს დაემშვიდობა

უიმბლდონის მერვედფინალში არინა საბალენკა ნაომი ოსაკას დაუპირისპირდა და ორ სეტში 2:6 6:7 დამარცხდა.

პირველმა სეტმა მთლიანად ოსაკას უპირატესობით ჩაიარა. იაპონელმა ჩოგბურთელმა მე-3 და მე-5 გეიმებში ბრეიკი შეასრულა და გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა, რის ხარჯზეც სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში საბალენკა უკეთესი იყო. საკუთარი ჩაწოდება არ წაუგია და გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკმა გამოავლინა.

არინამ ტაი-ბრეიკი მთლიანად ჩააგდო. ოსაკა სრულ უპირატესობას ფლობდა და 7:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უიმბლდონს ელენა რიბაკინაც დაემშვიდობა, რომელიც მერტენსთან დამარცხდა.

აქედან გამომდინარე, უიმბლდონს WTA რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები აღარ ჰყავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    საფიულინი დაამარცხა - ჯოკოვიჩი უიმბლდონის 1/4-ფინალში გავიდა
    საფიულინი დაამარცხა - ჯოკოვიჩი უიმბლდონის 1/4-ფინალში გავიდა