მარიამ ბოლქვაძე
Aa
Aa

“წინ ახალი გამოწვევებისკენ“ - მარიამ ბოლქვაძის მიმართვა

როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში პირველად ითამაშა უიმბლდონზე და პირველი წრეც დაძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა ახალი ისტორია დაწერა.

მას შემდეგ, რაც მარიამი უიმბლდონს დაემშვიდობა, პირველი განცხადება გააკეთა.

რას წერს ბოლქვაძე?

ვასრულებ ორ კვირას ჩემს საყვარელ საფარზე. უზარმაზარი მადლობა ჩემს გუნდს უიმბლდონის განმავლობაში. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მწვრთნელს, საიმონს და ჩემს ფიზიოთერაპევტს, ჯონის. ასევე, დიდი მადლობა დედაჩემს დალის, ჯოშსა და ჯოზის.

მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც მხარს მიჭერთ. ყველას, ვინც სამოტივაციო წერილებს და შეტყობინებებს მიგზავნით, და უღრმესი მადლობა იმ უზარმაზარი სიყვარულისთვის, რომელსაც საქართველოდან ვგრძნობ. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. წინ ახალი გამოწვევებისკენ!”

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ უიმბლდონის პირველ წრეში ავსტრალიელი ტომიანოვიჩი სამ სეტში 6:2 2:6 6:4 დაამარცხა. სამწუხაროდ, მეორე წრეში კრიუგერთან 1:6 0:6 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები