ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ჯოკოვიჩს სამ სეტში მოუგო | იანიკ სინერი უიმბლდონის ფინალშია

„უიმბლდონის“ ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომო იყო და სამ სეტში გაიმარჯვა — 6:4, 6:4, 6:4.

შეხვედრა 2 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩს მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა. მესამე სეტში, როდესაც სერბი ჩოგბურთელი 1:2-ს აგებდა, ბრეიკის შესრულების შანსი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა. თავად „ნოლემ“ 13-დან 10 ბრეიკპოინტი გადაარჩინა.

სინერი „უიმბლდონის“ ფინალში ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება, რომელმაც არტურ ფერის ზღაპარი დაასრულა. გერმანელმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 114-ე ჩოგანს სამ სეტში მოუგო — 7:6(0), 6:2, 6:4.

ცნობისთვის, სინერი და ზვერევი ერთმანეთს 14-ჯერ შეხვედრიან. გერმანელმა ჩოგბურთელმა ბოლოს 2023 წელს მოიგო, როდესაც სინერი ამერიკის ღია პირველობაზე 3:2 დაამარცხა. მას შემდეგ იტალიელმა ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რონალდუ ნაკრების პრობლემა არასდროს იქნება“ | ჟორჟე ჟეზუსის კომენტარი
„რონალდუ ნაკრების პრობლემა არასდროს იქნება“ | ჟორჟე ჟეზუსის კომენტარი