ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

„რონალდუ ნაკრების პრობლემა არასდროს იქნება“ | ჟორჟე ჟეზუსის კომენტარი

ჟორჟე ჟეზუსი პორტუგალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. „სელესაომ“ მისი დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა და ჟეზუსმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„კრისთან ჯერ არ მისაუბრია. რონალდუ პორტუგალიის ნაკრების პრობლემა არასდროს იქნება. ყველას შეუძლია ისე იფიქროს, როგორც სურს. როდესაც გადაწყვეტილების მიღება მომიწევს, მას დაველაპარაკები. თუმცა მხოლოდ მასთან კი არა, ყველასთან ინდივიდუალურად მექნება საუბარი.

კრისს მხოლოდ იმიტომ არ დაველაპარაკები, რომ კრისია. ის პორტუგალიური ფეხბურთის, ეროვნული ნაკრებისა და მთლიანად პორტუგალიის სიმბოლოა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მასთან მუშაობის პატივი მერგო და ეს ძალიან მარტივია, სანამ მესმის, თუ სადამდე შეუძლია მას წასვლა და სადამდე შემიძლია წავიდე მე. ეს მწვრთნელისა და მოთამაშის ჩვეულებრივი ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, საუბრები მარტივი იქნება.

რონალდუ თავად გადაწყვეტს, კარიერაში რა უნდა გააკეთოს. თუ ის თამაშობს, საამისო კონდიციები აქვს და ნაკრებში გამოსაძახებლად მზადაა, მე მას აუცილებლად გამოვიძახებ — იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ეროვნული გუნდისთვის საუკეთესოდ მიმაჩნია“.

ცნობისთვის, ჟეზუსთან კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი და მომდევნო მუნდიალზე ნაკრებს სწორედ ის უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინადადება რეალურია! - დავითაშვილმა შეთავაზება სერია A-ს კლუბისგან მიიღო
წინადადება რეალურია! - დავითაშვილმა შეთავაზება სერია A-ს კლუბისგან მიიღო