ატალანტა, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

წინადადება რეალურია! - დავითაშვილმა შეთავაზება სერია A-ს კლუბისგან მიიღო

საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენიდან“ კარიერა შესაძლოა, იტალიის სერია A-ს კლუბ „ატალანტაში“ გააგრძელოს. ინფორმაციას ფრანგულ კლუბთან დაახლოებული პორტალი Peuple Vert-ი ავრცელებს.

მათი მტკიცებით, დავითაშვილმა ბერგამოელებისგან მისაღები შეთავაზება მიღო, თუმცა ყველაფერი „სენტ-ეტიენზე“ იქნება დამოკიდებული. თუ ზურიკოს ამჟამინდელი კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს, დიდი შანსია მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

View this post on Instagram

A post shared by Peuple Vert (@peuplevert)

გავრცელებული ინფორმაციით, „სენტ-ეტიენი“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევრომდე ითხოვს. „ატალანტას“ გარდა, ზურიკო დავითაშვილის დამატებით „ბენფიკა“, ლისაბონის „სპორტინგი“, „ბეშიქთაში“ და კიდევ რამდენიმე კლუბი ინტერესდება. ფრანგულ მედიაში იწერება, რომ დავითაშვილის წასვლა პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ამჟამინდელი კლუბი შესაბამის შეთავაზებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო
„ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გაყიდა, რადგან...“ - რას ამბობს მაურო მელუზო