საფიულინი დაამარცხა - ჯოკოვიჩი უიმბლდონის 1/4-ფინალში გავიდა
უიმბლდონის მერვედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი რომან საფიულინს დაუპირისპირდა და სამ სეტში, 7:6 6:3 3:6 6:3 დაამარცხა. ლეგენდარულმა სერბმა კიდევ ერთი სუპერ მატჩი შემოგვთავაზა და მეოთხედფინალში გავიდა.
პირველი სეტი მეტად დაძაბული გამოდგა. ნოვაკმა მატჩი ბრეიკით დაიწყო, თუმცა რუსმა უმალ უკუბრეიკი შემოგვთავაზა. მე-6 გეიმში საფიულინმა ჯოკოვიჩის კიდევ ერთი ჩაწოდება მოიგო და წინ გავიდა, მაგრამ იმ დროს, როდესაც სეტის მოსაგებად აწვდიდა, ნოლემ ბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ პირველი სეტის გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა - 8:6 სერბის სასარგებლოდ.
მე-2 სეტში ნოვაკმა საკუთარ ჩაწოდებაზე თამაში გამოასწორა და 1-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მესამე სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, თუმცა მე-6 გეიმში საფიულინი დაწინაურდა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მე-4 სეტმა მთლიანად ჯოკოვიჩის უპირატესობით ჩაიარა და საკუთარი გეიმები იდეალურად ჩაატარა. ბრეიკი მე-2 გეიმში შეასრულა და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა.
ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეოთხედფინალში ოჟე-ალიასიმსა და დავიდოვიჩ ფოკინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.