ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

5 სეტი, გადამწყვეტი ტაიბრეიკი და 5 საათი კორტზე | ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალშია

39 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. „უიმბლდონის“ მეოთხედფინალში სერბმა ჩოგბურთელმა ხუთსეტიანი ომი გადაიტანა და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა — 7:6(12:10), 3:6, 6:3, 6:7(4:7), 7:6(10:4).

ჯოკოვიჩისა და ოჟე-ალიასიმის შეხვედრა 5 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ეს „უიმბლდონის“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მეოთხედფინალური მატჩია. „ნოლემ“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში 55-ედ იასპარეზებს. ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ ნახევარფინალში მეთხუთმეტედ გავიდა და ესეც ისტორიული შედეგია.

ჯოკოვიჩი ღია ერის ეპოქაში მესამე ჩოგბურთელია, რომელიც დიდი სლემის ერთი ტურნირის ნახევარფინალში 15-ჯერ გავიდა. აქამდე ეს მხოლოდ როჯერ ფედერერსა (ავსტრალიის ღია პირველობა) და რაფაელ ნადალს (როლან გაროსი) ჰქონდათ გაკეთებული. ნოვაკი მეორე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, რომელიც „უიმბლდონის“ ნახევარფინალში ითამაშებს (39 წელი და 38 დღე). „ნოლეზე“ უკეთესი შედეგი მხოლოდ კენ როუზუოლს დაუფიქსირებია (39 წელი და 234 დღე).

ცნობისთვის, ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იანიკ სინერს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი 8 ივლისს გაირკვევა. ტეილორ ფრიცი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება, ხოლო ფლავიო კობოლი მიმდინარე „უიმბლდონის“ აღმოჩენას, არტურ ფერის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლობა, არ უნდოდათ, მესი გავარდნილიყო“ | ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი
„უსამართლობა, არ უნდოდათ, მესი გავარდნილიყო“ | ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის კომენტარი