ვაილდქარდიდან ნახევარფინალამდე - არტურ ფერის დიდებული გზა
საჩოგბურთო სამყაროში ახლა უიმბლდონი მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე კი მეტად საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
ამ მომენტისთვის ცნობილია ნახევარფინალური წყვილები. ნოვაკ ჯოკოვიჩი იანიკ სინერს დაუპირისპირდება, ხოლო ალექსანდრ ზვერევი არტურ ფერის.
ამ უკანასკნელმა კი საოცარი შედეგი დააფიქსირა. საქმე იმაში გახლავთ, რომ 23 წლის არტური დიდი სლემის ტურნირზე კარიერაში მესამედ თამაშობს.
აქამდე მისი საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე რაუნდში გასვლა იყო. ახლა კი ის უკვე უიმბლდონის ნახევარფინალშია, თუმცა საინტერესოა რა გზით.
უიმბლდონის დაწყებამდე, ფერი ATP რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებდა და დიდი სლემის მიმდინარე ტურნირზე ვაილდქარდით მოხვდა.
ისტორიაში მხოლოდ ერთი შემთხვევაა ასეთი, როცა კონკრეტულმა მოთამაშემ ვაილდქარდის მიღების შემდეგ, დიდი სლემის ნახევარფინალში ითამაშა. პირველად ეს 2001 წელს გორან ივანიშევიჩმა შეძლო და საბოლოოდ მან უიმბლდონიც კი მოიგო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, არტურ ფერის მომავალი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი გახლავთ. განვლილ გზაზე კი ბრიტანელმა ჯუმჰური, ვირტანენი, ბერგსი, დიმიტროვი და კობოლი დაამარცხა.