საბა ფურცელაძე
Aa
Aa

დრამატული ნახევარფინალი - ფურცელაძე ფინალში გავიდა

საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ჩელენჯერის ფინალში გავიდა. 23 წლის ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელი მარტინ დამის წინააღმდეგ ჩატარებულ დრამატულ ნახევარფინალში მეტოქე სამ სეტში, 7:5, 6:7, 7:6 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული და ემოციებით სავსე გამოდგა. პირველ სეტში ფურცელაძე 2:5 მარცხდებოდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოტივირება შეძლო და მოწინააღმდეგეს გატეხვა მოახერხა. მეორე და მესამე სეტებმა კი ისე ჩაიარა, რომ ბრეიკ-პოინტი არც ერთი ჩოგბურთელს არ შეუსრულებია, რის გამოც გამარჯვებულის გამოსავლენად ორივე შემთხვევაში ტაიბრეიკი დაინიშნა და უფრო მტკიცე ნერვები და მაღალი კლასი ქართველ ჩოგბურთელს აღმოაჩნდა.

ფინალში საბა ფურცელაძის მეტოქე 18 წლის იტალიელი ფედერიკო ჩინა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბრიტანელი ჩარლზ ბრუმი სამ სეტში, 6:2, 6:7, 7:6 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მუდმივად ვეგანური საჭმლის ჭამას მაიძულებდა“ - მარეიმ ჯოკოვიჩზე იხუმრა
„მუდმივად ვეგანური საჭმლის ჭამას მაიძულებდა“ - მარეიმ ჯოკოვიჩზე იხუმრა