ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ილიასთვის ოლივეირაზე უფრო კომფორტული მეტოქე არ არსებობს“ - უიტეკერი

UFC-ის ექსჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას გამარჯვების შანსები შეაფასა.

„ველოდები ამ ჩხუბს. მომწონს UFC-ში დამკვიდრებული ახალი ტენდენცია, როდესაც ჩემპიონი ახალ წონაში გადასვლისას ქამარს ვაკანტურს ხდის. ეს კარგია, იმიტომ რომ დივიზიონი ცხოვრებას აგრძელებს და ერთ მებრძოლზე დამოკიდებული არაა.

მოხარული ვარ, რომ ეს შანსი ჩარლზ ოლივეირამ მიიღო. მან უკვე წააგო როგორც მახაჩევთან, ისე ცარუკიანთან, თუმცა მინდა, ის სატიტულო ჩხუბში კიდევ ერთხელ ვნახო. მომწონს მისი ისტორია, მაგრამ თოფურიას სადებიუტო ბრძოლისთვის ოლივეირაზე უფრო კომფორტული მეტოქე არ არსებობს.

ჩარლზი ხშირად ხვდება ნოკდაუნებში, ილიას კი ასეთ შემთხვევებში საქმის ბოლომდე მიყვანა შესანიშნავად შეუძლია. ის სისხლს გრძნობს და ცდილობს, დაასრულოს ბრძოლა, როგორც კი ასეთი შანსი გაჩნდება. ვფიქრობ, ილიას არც ჩარლზთან ჭიდაობის მოერიდება“.

შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება. ბუკმეკერები „ელ მატადორს“ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რომ არა ილია, MMA ასეთ დონეზე არ იქნებოდა | თოფურიას ყოფილი მწვრთნელი
რომ არა ილია, MMA ასეთ დონეზე არ იქნებოდა | თოფურიას ყოფილი მწვრთნელი