ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

მახაჩევმა სონენს უპასუხა | ჩეილი ამბობს, რომ ისლამი ილია თოფურიას გაექცა

ისლამ მახაჩევმა UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლს, ჩეილ სონენს უპასუხა. სონენმა მასზე საუბრისას განაცხადა, რომ მახაჩევი ილია თოფურიას გაექცა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური სწორედ ამიტომ გახადა.

მახაჩევმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ჰაიპისა და ფულის დევნა იგივე არაა, რაც სპორტში სიდიადისკენ სწრაფვა. თუმცა, საშუალო დონის სპორტსმენი, რომელიც მაღალ მწვერვალზე იაფფასიანი თრეშ-თოქით ავიდა, ამას ვერ გაიგებს. ასე რომ, ძია სონენ, გთხოვ, დაჯექი და უყურე იმავეს სხვები როგორ აკეთებენ“.

რა თქვა ჩეილ სონენმა მახაჩევზე

„მთავარი აზრი ისაა, რომ გადადიხარ სხვა წონით დივიზიონში და ღიად აცხადებ, რომ ერთ-ერთ ტოპ მებრძოლთან ჩხუბი არ გინდა. ეს სიმამაცის მანიშნებელი არაა. ეს სიმხდალის ნიშანია და ისლამის გადაწყვეტილება არ მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში UFC-მ ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირა. ამ სატიტულო ჩხუბს მაყურებელი 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს), UFC 317-ზე იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იშვიათი პროფილის მქონე მოთამაშეა“ | პარი სენ-ჟერმენის ექს-ფეხბურთელი კვარაზე
„იშვიათი პროფილის მქონე მოთამაშეა“ | პარი სენ-ჟერმენის ექს-ფეხბურთელი კვარაზე