ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ტრებლი? შევეცდებით, ისტორია დავწეროთ“ - ენრიკე თასის ფინალის წინ

საფრანგეთის თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „რეიმსს“ დაუპირისპირდება, ხვიჩა კვარაცხელიას კი კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემა.

ფინალის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკე:

„ლუის კამპუშმა პსჟ-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ეს საუკეთესო სიახლეა. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა სპორტულ დირექტორებთან. ლუის კამპუშთან და მის გუნდთანაც პირველივე დღიდან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული დირექტორია. ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით. კამპუშმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.

ტრებლი? მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორია დავწეროთ. სეზონის დასრულებამდე 10 დღე დარჩა, შემდეგ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გველოდება. პირველივე დღიდან ჩვენი მიზანი იყო ტიტულებისთვის ბრძოლა, ახლა კი ყველაზე რთული ამოცანა დაგვრჩა - საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

თასის ფინალში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული გრძნობა, ეს განსხვავდება ჩემპიონატის მატჩისგან. ეს განსაკუთრებული მატჩია, სადაც ყველაფერი შეიძლება დეტალებმა გადაწყვიტოს. ამიტომ ჩვენთვის ამ მატჩზე კონცენტრირება რთული არ ყოფილა. მთელი კვირა ვმუშაობდით როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაშზე. ყველა ფეხბურთელი მხოლოდ ხვალინდელ ფინალზე ვფიქრობს. პრესნელ კიმპემბეს გარდა ყველა ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა.

მართალია, ჩვენ ჩემპიონები რამდენიმე ტურით ადრე გავხდით, „ინტერს“ კი სერია ა-ში დაძაბული მატჩები ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს გუნდისთვის კარგია თუ ცუდი. „რეიმსთან“ ამ სეზონში ორჯერ ფრედ ვითამაშეთ, ხოლო ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 მოგება და 5 ფრე გვაქვს. ამიტომ თუ რომელიმე ფეხბურთელი სათანადოდ კონცენტრირებული არაა, მე ამას აუცილებლად დავინახავ და ისინი ხვალ არ ითამაშებენ.

„რეიმსთან“ მატჩში ბურთის ფლობა ჩვენს მხარეს იქნება. მე მიყვარს ბურთის კონტროლი და ფეხბურთის დომინანტური სტილი, მაგრამ ასეთ დროს მეტოქეს კონტრშეტევებზე გადასვლის შანსები უჩნდება და მეტი სიფრთხილე გმართებს. „რეიმის“ ამ მხრივ ძალიან ძლიერია, ამიტომ უნდა ვიპოვოთ სწორი ბალანსი მობილობისა და სწორი პოზიციონირების ხარჯზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით წელს პროგრესი გვაქვს. ჭკვიანი ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ სათამაშო სტრუქტურის შესანარჩუნებლად“.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეიმსის“ მატჩი ხვალ „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა, თანაგუნდელებისთვის თავი გაწიროს“ | ანდრეს კარასკო ხვიჩაზე
„მზადაა, თანაგუნდელებისთვის თავი გაწიროს“ | ანდრეს კარასკო ხვიჩაზე