რთული ბურთი მოიგერია | მამარდას ბოლო მატჩი ვალენსიაში და ფრე ბეტისთან
„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის კარიერა „ბენიტო ვილამარინზე“ დასრულდა, სადაც „ღამურები“ „ბეტისს“ დაუპირისპირდნენ. ესპანეთის ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ბოლო ტურში, „ლოს ჩემ“ ქულა აიღო და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სამი სეივი ჰქონდა, რომელთაგან ერთი ურთულესი ბურთი იყო. 25-ე წუთზე, ქართველი მეკარე ორ ეპიზოდში იყო მოწოდების სიმაღლეზე და დამაჯერებლად იმოქმედა.
მე-40 წუთზე, „ბეტისი“ დაწინაურდა. „ვერდიბლანკოსი“ წინ ანტონიმ გაიყვანა, რომელმაც „მამარდას“ კარი ლამაზი დარტყმით აიღო და ამ მომენტში, გიორგი ვერაფერს იზამდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგიმ ისკოს აუღო, მეორე ტაიმში კი საოცარი სეივი შემოგვთავაზა. 63-ე წუთზე, „ვალენსიას“ კარს აბდე ეზალზული დაემუქრა, მაგრამ მამარდაშვილმა ფენომენალური რეაქცია გამოავლინა. „ვალენსიას“ გოლს რაც შეეხება, მისი ავტორი რაფა მირია.
ამრიგად, ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა და 48 გოლი გაუშვა.