ნიუკასლი, ვახტანგ სალია
Aa
Aa

„დიდი ალბათობით, სალიას იჯარით გაუშვებენ“ | The Shields Gazette

ახალგაზრდა ქართველ შემტევს, ვახტანგ სალიას, რომელიც აგვისტოში „ნიუკასლს“ შეუერთდება, დიდი ალბათობით, „კაჭკაჭები“ სხვა გუნდში გაანათხოვრებენ.

როგორც გამოცემა The Shields Gazette-ი წერს, „ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰოუმ მომდევნო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრა.

სალიას შემდეგ „ნიუკასლმა“ „მალაგიდან“ 18 წლის ესპანელი შემტევი ანტონიო კორდეროც გაიფორმა, რომელსაც „ბეტისისა“ და „მალაგას“ აკადემიებში უთამაშია. თუმცა, როგორც ჰოუს განცხადებიდან ჩანს, მომდევნო სეზონში „ნიუკასლის“ თავკაცი სალიასა და კორდეროს თავისი გუნდის შემადგენლობაში არ მოიაზრებს.

„მე ფოკუსირებული ვარ პირველი გუნდის შემადგენლობაზე და იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც უშუალოდ ჩემს განკარგულებაში იქნებიან.

რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ამ საკითხებზე სხვა ადამიანები იმუშავებენ. უბრალოდ შეუძლებელია, მათზე დაკვირვებას ჩემი დრო და ენერგია დავუთმო. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მომავალზეც ვიზრუნოთ და გავძლიერდეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით. ეს კლუბს გრძელვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებს შესაბამის გეგმას შევთავაზებთ. ამ დროისთვის პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობენ შონ ნივი და ლეო შაჰარი და ამ ფეხბურთელების მუშაობით კმაყოფილი ვარ“.

The Shields Gazette-ის მტკიცებით, სალია და კორდერო მომდევნო სეზონს იჯარით გაატარებენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი „ნიუკასლის“ პირველ გუნდში ან 21-წლამდელებში დარჩნენ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სალიამ „დინამოს“ მაისურით 16 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცი დავრჩები თუ წავალ“ - რობაქიძე ჩერნომორეცზე და სამომავლო გეგმებზე
„არ ვიცი დავრჩები თუ წავალ“ - რობაქიძე ჩერნომორეცზე და სამომავლო გეგმებზე