ფეხბურთელთან სიტყვიერი შეთანხმება აქვთ | აზაროვი ბერძნულ კლუბში გადადის
დონეცკის „შახტარის“ ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი, დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს. Sport.ua-ს ინფორმაციით, აზაროვი კარიერას ათენის „აეკში“ გააგრძელებს და მოსალოდნელია, რომ გარიგება ოფიციალურ სახეს მიიღებს.
„აეკი“ აზაროვს უკვე დაუკავშირდა და მასთან პირადი კონტრაქტის დეტალები განიხილა. ბერძნებმა ფეხბურთელისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღეს და ახლა ყველაფერი კლუბებს შორის განვითარებულ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
როგორც ირკვევა, „შახტარსა“ და „აეკს“ შორის დისკუსია უახლოეს მომავალში დაიწყება. ბერძნული კლუბი აპირებს, უკრაინელებს დაუკავშირდეს და ტრანსფერის დეტალები შეათანხმოს.
ცნობისთვის, აზაროვს „შახტართან“ 2028 წლის ზაფხულამდე გათვლილი ხელშეკრულება აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.