გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ხეტაფე და კიდევ ორი ესპანური კლუბი | რუდი გალეტის ახალი ინფორმაცია ქოჩორაშვილზე

გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა, რუდი გალეტიმ ახალი პოსტი გამოაქვეყნა და თავისივე ინფორმაციაში, რომ ქართველი ფეხბურთელის „ხეტაფეში“ ტრანსფერი დახურული იყო, კორექტივები შეიტანა.

„ხეტაფესთან არსებული სიტუაციის მიუხედავად, ლისაბონის „სპორტინგი“ კვლავ მზადაა, „სევილიასა“ და „დეპორტივოს“ მოუსმინოს, რომლებიც ცდილობენ, „ხეტაფეს“ ქოჩორაშვილი თვალწინ ააცალონ.

ქართველი ნახევარმცველი ყველა ვარიანტისთვის ღია რჩება და მოვლენების განვითარებას მშვიდად ელოდება. ესპანურ კლუბებთან მოლაპარაკებები კი სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება“, — წერს გალეტი.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. იმავე გალეტიმ დაწერა, რომ გიორგის „ხეტაფეში“ ტრანსფერი დახურული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფილტვი გადავინერგე, სეხუდოს რა მიზეზი აქვს?“ | ასკრენი მერაბის გამარჯვებაზე
„ფილტვი გადავინერგე, სეხუდოს რა მიზეზი აქვს?“ | ასკრენი მერაბის გამარჯვებაზე