მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„თითი რატომ მომტეხე ძმაო“ - დვალიშვილმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

შონ ომალისთან რემატჩამდე ორი კვირით ადრე, მერაბ დვალიშვილმა მოსამზადებელი „კემპის“ დროს ტრავმა მიიღო. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მერაბი მსგავსი შემთხვევების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

ქართველ გულშემატკივრებს მცირე ნერვიულობა ამჯერადაც მოუწევთ. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელებში დვალიშვილის ვარჯიშის ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მერაბმა სპარინგის დროს ფეხის თითის ტრავმა მიიღო. კადრებში სახალისო დიალოგიც ჩანს.

„მეგობარო, თითი რატომ მომტეხე?“

„ეს მაშინ მოხდა, როცა ფეხის თავში დარტყმას მიპირებდი“.

„არა უშავს, მოვიჭრი“.

რამდენად რთულია მერაბის დაზიანება და მოახდენს, თუ არა ეს ომალისთან ბრძოლაზე გავლენას, ამას სამედიცინო კომისია გადაწყვეტს. თუმცა, თავად დვალიშვილის განწყობიდან გამომდინარე, სერიოზული არაფერი უნდა იყოს.

ბოლოს გეტყვით, რომ დვალიშვილი ომალის რემატჩი UFC 316-ზე არის ჩანიშნული, რომელიც 7 ივნისს ნიუ-ჯერსიში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში
„მცველების თამაშს ვაკვირდები და მათ სტილს ვერგები“ - კვარა რიოს პოდკასტში