ლუკა მოდრიჩი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მოდრიჩი: “ყველას დიდი მადლობა, თქვენ საოცარი სიყვარული მომეცით“

მადრიდის რეალში უდიდესი ეპოქა დასრულდა. ლუკა მოდრიჩმა და კარლო ანჩელოტიმ ბერნაბეუზე ბოლო მატჩი ჩაატარეს. ბოლო შეხვედრა გამართა ასევე ლუკას ვასკესმა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხორვატმა ნახევარმცველმა ბერნაბეუს პუბლიკას მიმართა.

მოდრიჩი:

„მომენტი, რომელიც არასდროს მინდოდა დამდგარიყო, დადგა, თუმცა ეს გრძელი და მშვენიერი მოგზაურობა იყო. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს. მადლობა ყველა მწვრთნელს ამ წლების განმავლობაში, თანაგუნდელებს, რომლებიც თან მახლდნენ და იმ ადამიანებს, ვინც დამეხმარნენ.

მადლობა ჩემს ოჯახს გვერდში დგომისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, თქვენ დიდი სიყვარული მაჩუქეთ. სიტყვები არ მყოფნის იმ ყველაფრისთვის მადლობის გასახდელად, რაც თქვენ მე მომეცით. მინდა ვთქვა ფრაზა, რომელიც წავიკითხე და მომეწონა: „ნუ ტირი, რადგან ეს დამთავრდა, გაიღიმე, რადგან ეს მოხდა! ჰალა მადრიდ!“

ეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ხორვატი რეალს 2012 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 591 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მოდრიჩმა სამეფო კლუბთან ერთად 28 ტიტული მოიგო, რაც მას ბლანკოსის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელად აქცევს. ასევე ლუკამ 2018 წელს ოქროს ბურთიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები