კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ჰალა მადრიდ, ყველანი მიყვარხართ“ - ანჩელოტი ბერნაბეუს პუბლიკას დაემშვიდობა

მადრიდის რეალში უდიდესი ეპოქა დასრულდა. ლუკა მოდრიჩმა და კარლო ანჩელოტიმ ბერნაბეუზე ბოლო მატჩი ჩაატარეს. ბოლო შეხვედრა გამართა ასევე ლუკას ვასკესმა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე გავიდა და გულშემატკივრებს მიმართა.

ანჩელოტი:

„საღამო მშვიდობის. არ იფიქროთ, რომ ახლა საუბარი ადვილია. დიდი პატივი და სიამოვნება იყო ამ კლუბის გაწვრთნა. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფასს პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს. ეს ყველაფერი ფანტასტიკური იყო. ამ დაუვიწყარი ისტორიის განცდა თქვენთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარია.

ვერავინ დაივიწყებს კარიმ ბენზემას სამ გოლს პსჟს წინააღმდეგ, ვერავინ დაივიწყებს როდრიგოს ორ გოლს სიტის წინააღმდეგ ან ლუკა მოდრიჩის საგოლე პასს ჩელსისთან. და ასევე ვერავინ დაივიწყებს ხოსელუს ორ გოლს ბაიერნთან. ასევე ვერ დავივიწყებ აქ გატარებულ თითოეულ დღეს. და დავასრულებ: „ჰალა მადრიდ“! და სხვა არაფრით! ყველანი ძალიან მიყვარხართ.!“

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალში მეორედ დანიშვნის შემდეგ, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ლა ლიგა, ერთი კოპა დელ რეი, ორი ესპანეთის სუპერ თასი, ორი უეფა-ს სუპერ თასი, ერთი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონთა და ერთი ფიფა-ს ინტერნაციონალური თასი მოიგო. კარლო სამწვრთნელო კარიერას ბრაზილიის ნაკრებში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები