საქართველომ არგენტინა 6:1 გაანადგურა | მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

საქართველომ არგენტინა 6:1 გაანადგურა | მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, არგენტინა 6:1 გაანადგურა. გოლები ნიკოლოზ კოპლატაძის (2), გიორგი ხაბალაევის (2), გიორგი ობოლაძისა და ნიკოლოზ დადიანის ანგარიშზეა. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ხაბალაევი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გეგა კოშაძისა და ნიკოლოზ კოპლატაძის გოლებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ჩეხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები