მანჩესტერ იუნაიტედი, რუბენ ამორიმი, ალეხანდრო გარნაჩო
Aa
Aa

ამორიმი რჩება - გარნაჩოს წასვლისკენ მოუწოდეს

მანჩესტერ იუნაიტედმა 2024/2025 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულა და მთლიანად ჩააგდო.

ასეთი შედეგების ფონზე, აქტიურად იწერებოდა, რომ შესაძლოა რუბენ ამორიმი გუნდიდან წასულიყო, თუმცა ყველა ჭორს წერტილი დაესვა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ წითელ ეშმაკებში რჩება. ბრიტანული მედია წერს, რომ ამორიმმა ალეხანდრო გარნაჩოს ახალი გუნდის ძიებისკენ მოუწოდა.

დიდი ხანია არგენტინელ შემტევსა და რუბენს შორის ცუდი ურთიერთობაა. გარნაჩოს მანჩესტერ იუნაიტედში დისციპლინას უწუნებენ.

ცნობისთვის, ტოტენჰემთან წაგებული ფინალის შემდეგ, გარნაჩომ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. წაგების ერთ-ერთ მიზეზად მისთვის ბოძებული 20 წუთი დაასახელა. ალეხანდროს აზრით, ძირითადში რომ ეთამაშა, იუნაიტედი ჩემპიონი გახდება.

მისი ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არავის მოეწონა და მკაფიოდ მიუთითეს ახალი გუნდის მოძებნისკენ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე 39 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები