„განვლილი სეზონის შედეგებით კმაყოფილი ვარ“ - ოთარ კაკაბაძე
პოლონური „კრაკოვიას“ ქართველმა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ექსტრაკლასას ბოლო ტურის შემდეგ განვლილი სეზონი შეაჯამა და მომდევნო სეზონთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„სეზონის ბოლო მატჩი იყო და ყველას გვინდოდა, ჩემპიონატი დადებითი შედეგით დაგვესრულებინა. მოვიპოვეთ 3 ქულა და მე-6 ადგილზე დავასრულეთ ჩემპიონატი და საბოლოო ჯამში კმაყოფილები ვართ იმით, როგორ დასრულდა სეზონი.
სეზონის საუკეთესო მომენტი? არაერთი კარგი მომენტი იყო, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ, ასე რომ, რომელიმე ერთ მომენტს ვერ გამოვარჩევ.
ახალ სეზონში ახალი მწვრთნელი გვეყოლება. მინდა მადლობა გადავუხადო დავიდ კროჩეკს და მის სამწვრთნელო შტაბს ამ გუნდში გაწეული მუშაობისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. ამ სეზონში გვქონდა როგორც კარგი, ისე რთული მომენტები - ეს ფეხბურთია და ასეთი რამ ყველგან ხდება, ვუხდი გულშემატკივრებს, იმიტომ რომ ტრიბუნებზე, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებზე ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა, გასვლით მატჩებზეც ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“.
ცნობისთვის, კაკაბაძემ ამ სეზონში „კრაკოვიას“ მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე პასია.