ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„თოფურია, ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი - ისლამისთვის სულ ერთი იყო“ - მახაჩევის მწვრთნელი

ისლამ მახაჩევის მწვრთნელი, ხავიერ მენდესი გამოეხმაურა იმ ბრალდებებს, რომელიც მახაჩევის მისამართით ისმის, მას შემდეგ რაც ისლამმა მსუბუქი წონის ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა, ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.

ხავიერ მენდესი:

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს - თოფურია, ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი თუ რომელიმე სხვა ქვემსუბუქი წონიდან ამოსული მებრძოლი. ისლამს ასეთ მეტოქესთან ჩხუბი არ სურდა. რა მიიღო მან ასეთი ჩხუბებით? რა აზრი აქვს ქვემსუბუქი წონიდან კიდევ ერთი მებრძოლის დამარცხებას?

დიახ, ეს ჩხუბი დიდ ფულს მოუტანდა, მაგრამ ვფიქრობ, დელა მადალენასთან ჩხუბისთვის ისლამს გაცილებით ნაკლებს გადაუხდიან, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიელი მებრძოლი უფრო სახიფათო მეტოქეა“.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მახაჩევის მეგობარმა, ბელალ მუჰამედმა ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა წააგო და ჩემპიონის ქამარი დაკარგა, ისლამმა განაცხადა, რომ ქვესაშუალო წონაში ასვლა და ახალ ჩემპიონთან, ჯეკ დელა მადალენასთან ჩხუბი სურს.

მახაჩევისა და დელა მადალენას ჩხუბის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ხოლო მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან. მათი ჩხუბი თბილისის დროით 29 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია მახაჩევს დაამარცხებდა“ | რენატო მოიკანოს პროგნოზი
„თოფურია მახაჩევს დაამარცხებდა“ | რენატო მოიკანოს პროგნოზი