Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  17:44

ევროპის ჩემპიონატი - პირველი გარანტირებული მედალი

მონტენეგროში მიმდინარე კრივის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გაგნიძემ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

63.5 კილოგრამ წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ქართველმა მოკრივემ რუსი მაგომედ მამაევი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

60 კილოში კი საბა ტყებუჩავა ბულგარელ სპორტსმენთან დამარცხდა და სამწუხაროდ მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

დღესვე ნახევარფინალში გასასვლელად არამ ხრიკიანი, გიორგი საჯაია, ლუკა ნიქაბაძე და გიორგი ჟორჟოლიანი იბრძოლებენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage