ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ტორონტოში ახალ დონეზე გადასვლა შემიძლია“ - მამუკელაშვილი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა, სანდრო მამუკელაშვილმა TSN Sports-ის ჟურნალისტ ჯოშ ლევენბერგთან ინტერვიუში „სან ანტონიო სპურსიდან“ „ტორონტო რეპტორსში“ გადასვლაზე ისაუბრა.

„გუნდში გვყავს ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომლებსაც საკუთარი თამაშის დახვეწა სურთ. დარკო რაიაკოვიჩის სახით გვყავს კარგი მწვრთნელი, ევროპელი, რომელსაც ევროპული სათამაშო სტილი ესმის, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად შემესაბამება. რამდენიმე კალათბურთელს ადრეც ვიცნობდი, ამიტომ ვფიქრობ, რომ შემიძლია, „ტორონტოში“ ახალ დონეზე გადავიდე.

ტორონტო შესანიშნავი ქალაქია, ძალიან კარგი გულშემატკივრები გვყავს - „რეპტორსთან“ დაკავშირებით ყველაფერი მომეწონა. რა თქმა უნდა, კალათბურთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო და კლუბში შექმნილი სიტუაცია, რაც ასევე ძალიან მომეწონა.

მინდა, გულშემატკივრებმა იცოდნენ, რომ პარკეტზე 110%-ით ვიხარჯები და მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებ. მინდა დავამტკიცო, რომ როტაციისთვის საჭირო დონე მაქვს და შემიძლია, NBA-ში 10 წელი ვითამაშო და ჩემი კვალი დავტოვო“.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი „ტორონტო რეპტორსს“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. სანდრო NBA-ში 2021 წლიდან თამაშობს, სადაც ჯერ „მილუოკი ბაქსის“, შემდეგ კი „სან ანტონიო სპურსის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: მამუკელაშვილი ტორონტოს კალათბურთელია
ოფიციალურად: მამუკელაშვილი ტორონტოს კალათბურთელია