„იმედია, UFC დართავს ილიას ნებას, ავიდეს ქვესაშუალო წონაში“ - მოიკანო
UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
რა თქვა მოიკანომ:
„ვფიქრობ, თოფურია მახაჩევს დაამარცხებს. იმედია, UFC დართავს ილიას ნებას, ავიდეს ქვესაშუალო წონაში. ეს შესანიშნავი იქნებოდა - ქვემსუბუქი, მსუბუქი და ქვესაშუალო წონების ჩემპიონი! თუ თოფურია ამას გააკეთებს, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება. კარგია, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ“, - აღნიშნა მოიკანომ MMA Today-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა თოფურია-მახაჩევის ბრძოლის ორგანიზების წინაპირობა დაასახელა. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, რომ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხოს და ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდეს.
აქვე გეტყვით, რომ დელა მადალენასთან ბრძოლა მახაჩევისთვის ქვესაშუალო წონაში სადებიუტო იქნება. როდის გაიმართება ეს დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია.