ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამი VS ილია? რატომაც არა?“ - მახაჩევის მენეჯერი

UFC-ის მსუბუქი წონის ექსჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, რიზვან მაგომედოვმა მახაჩევი-თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

„იმედია, ყველაფერი ჩვენი სცენარით წარიმართება და ისლამი მეორე წონის ჩემპიონი გახდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ თოფურიაზე. ისლამს შეუძლია დაბრუნდეს და ყველას შეახსენოს, ვინ არის მსუბუქი წონის ნამდვილი ჩემპიონი. პრეისტორია ამ ბრძოლას უკვე აქვს.

როგორც ჩანს, გულშემატკივრებს ძალიან სურთ ამ ბრძოლის ხილვა. ახლა თოფურიამ აჩვენა, რომ მსუბუქ წონაში რაღაცას წარმოადგენს. თუმცა მისი შესრულებით რაიმე ექსტრაორდინალური ან გასაოცარი არ გვინახავს - თოფურიამ ოლივეირასთან ჩხუბში აჩვენა როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თუ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს და ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, გულშემატკივრები ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის „სუპერბრძოლას“ იხილავენ.

აქვე გეტყვით, რომ მახაჩევი-დელა მადალენას ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლოუეი: ილიას მუშტი ყველაზე ძლიერი არ არის, რაც მომხვედრია
ჰოლოუეი: ილიას მუშტი ყველაზე ძლიერი არ არის, რაც მომხვედრია