ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

მკაცრი სასჯელი და ბოდიში გუნდს | სპორტინგის პრეზიდენტმა გიოკერეშზე ისაუბრა

ლისაბონის „სპორტინგის’’ პრეზიდენტმა ფრედერიკო ვარანდასმა განაცხადა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე გამოუცხადებლობის გამო ვიქტორ გიოკერეში მკაცრად დაისჯება.

ფრედერიკო ვარანდასი: „თუ არ სურთ ვიქტორის სანაცვლოდ სამართლიანი საბაზრო ღირებულება გადაიხადონ, ჩვენ ძალიან კომფორტულად ვიქნებით შემდეგი სამი წლის განმავლობაში. ასეთი სტრატეგია ფეხბურთელის ტრანსფერს აფერხებს. კლუბის ინტერესები ყველაზე მთავარია, ვინც არ უნდა გვქონდეს მხედველობაში. მშვიდად ვართ. ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას მოგვარდება, დიდი ჯარიმა და ბოდიში გუნდს’’.

ფეხბურთელსა და „სპორტინგს“ შორის მიღწეული შეთანხმებით კლუბი 60 მილიონიან ტრანსფერს უნდა დათანხმებოდა, თუმცა შემდეგ პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკო ვარანდასმა შეთანხმება დაარღვია და თანხა 10 მილიონით გაზარდა. ფეხბურთელი კლუბის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო. შვედი თვლიდა, რომ „სპორტინგმა'' ჯენტლმენური შეთანხმება დაარღვია. მიმდინარე კვირის დასაწყისში პორტუგალიურმა Record-მა დაწერა, რომ ვიქტორ გიოკერეში მზად იყო ხელფასი 2 მილიონით შეემცირებინა, რომ „არსენალთან'' მიმდინარე მოლაპარაკებას წარმატებით დასრულებულიყო. მოკლედ, ამ ეტაპზე „სპორტინგი'' 70 მილიონ ევროს ითხოვს და „არსენალისგან'' შესაბამისი წინადადება არ მიუღია. მოგეხსენებათ, გიოკერეშმა ყველა წინადადება დაბლოკა, მისთვის პრიორიტეტი ლონდონის „არსენალში'' ტრანსფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 ივლისის სატრანსფერო ზონა
12 ივლისის სატრანსფერო ზონა