ჰოლოუეი: ილიას მუშტი ყველაზე ძლიერი არ არის, რაც მომხვედრია
მაქს ჰოლოუეი ამბობს, რომ ილია თოფურია UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლია pound-for-pound კატეგორიაში.
მაგრამ იყო კი ის ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე, ვისაც ოდესმე მაქსი დაპირისპირებია? – „არა, ყველაზე ძლიერი არა“, - აცხადებს BMF ქამრის მფლობელი.
ილია თოფურიამ, ბრძოლის წინ განაცხადა, რომ პირველი იქნებოდა, ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებდა - და მართლაც ასე მოხდა: ოქტომბერში, ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულის დასაცავად გამართულ ბრძოლაში, თოფურიამ ჰოლოუეი მესამე რაუნდში გათიშა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
მაგრამ, მიუხედავად ამ უპრეცედენტო შედეგისა, ჰოლოუეი თვლის, რომ კარიერაში უფრო მტკივნეული დარტყმაც მიუღია.
ილიამდე ერთი ბრძოლით ადრე, UFC 300-ზე, ჯასტინ გეიჯიმ ჰოლოუეი BMF ქამრისთვის ბრძოლაში მეოთხე რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა, თუმცა მაქსი სწრაფად წამოდგა, რაუნდი გადაარჩინა და საბოლოოდ ბოლო წამზე თვითონ მოიგო ნოკაუტით.
ჰოლოუეი vs გეიჯი
Stake.com-თან ინტერვიუში, ჰოლოუეიმ თქვა, რომ გეიჯი თოფურიაზე აშკარად ძლიერად ურტყამს.
„მკითხეს, რამდენად ძლიერად დამარტყა თოფურიამ? ბრძოლის დროს არ მეგონა, რომ სხვებზე ძლიერად დამარტყამდა. არ შემიმჩნევია ასეთი ძალა. მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ძლიერად ურტყამს, რადგან როცა სხეული რაღაც უჩვეულოს გრძნობს, რეაქციაც უცნაურია და მერე ფიქრობ - „ჯანდაბა, რა იყო ეს?“
როცა გეიჯის ვებრძოლე, ზუსტად ვიგრძენი მისი დარტყმები. მას ძალიან ძლიერი ხელი აქვს. თოფურიას დარტყმისას არ მქონია ის განცდა - „ვაუ, როგორ ძლიერად მირტყამს“, - მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მასაც ძლიერი დარტყმა აქვს, რადგან როცა მას ვინმე ეხება, შემდეგ ხედავ თუ რა მოსდის იმ ხალხს.
დღის ბოლოს, ძნელია უარყო, რომ თოფურია pound-for-pound-ში მყოფთაგან შესაძლოა UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამრტყმელია ისტორიაში“.
- განაცხადა ჰოლოუეიმ.
ჰოლოუეი vs თოფურია