დაუშვილის ორმაგი დუბლი | საქართველოს ნაკრებმა (U20) შვეიცარიას 15 ქულით მოუგო
კალათბურთში, ევრობასკეტის B დივიზიონის მეორე ტურში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიას 96:81 მოუგო.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თენგო გოგიშვილი იყო, 23 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა და 4 პასი შეასრულა. ალექსანდრე დაუშვილის აქტივში ორმაგი დუბლია, ნაკრებს 22 ქულითა და 10 მოხსნით დაეხმარა (ფოტოზე 9-ნომრიანი მაისურით დაუშვილია). ავთანდილ ბახტაძის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასია.
საქართველოს 20-წლამდე ნაკრები პირველ ტურში ავსტრიასთან დამარცხდა, თუმცა მეორე ტურში გამარჯვებით ფლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ტუღუშის გუნდი მესამე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება, მატჩი 13 ივლისს თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.