გამოსამშვიდობებელი მატჩი განახლებულ კამპ ნოუზე - ბარსელონა მესის შეუთანხმდა
„ბარსელონა“ „კამპ ნოუს“ ინაუგურაციის გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. Catalunya Radio-ს ინფორმაციით, კლუბში სურთ, ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩი 100%-ით შევსებული ტრიბუნების წინაშე გაიმართოს.
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ქალაქის მერიისგან 10 აგვისტოს ჟოან გამპერის თასის „კამპ ნოუზე“ გამართვის ნებართვა მიიღო. თუმცა, ამ მატჩს მხოლოდ 28 000-დან 35 000 გულშემატკივრამდე დაესწრება.
ამის შემდეგ „ბარსელონა“ შეეცდება, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე სტადიონის ტევადობა 60 000-მდე გაზარდოს. სრულად რეაბილიტირებული სტადიონის გახსნა კი 2026-2027 წლების სეზონში იგეგმება - 100%-იანი ტევადობით და დასრულებული სახურავით. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა სურს, ეს ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელ მატჩში მოხდეს.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, კლუბი უკვე დაუკავშირდა მესის ოჯახს და არგენტინელი ფეხბურთელის თანხმობაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მესიმ „ბარსელონა“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ორი სეზონი „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა, 2023 წლიდან კი „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს.