ნოდარ ლომინაძე
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია: ლომინაძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

CrystalSport-ის ცნობით, თბილისის „დინამოს'' ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე კარიერას პორტუგალიურ „ეშტორილში’’ გააგრძელებს, კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდება. ფეხბურთელი პორტუგალიაში იმყოფება და კლუბთან კონტრაქტს მალე გააფორმებს. სავარაუდოდ, ტრანსფერი სამშაბათს დადასტურდება.

„ეშტორილმა'', რომლის მთავარი მწვრთნელი შოტლანდიელი ივან კატროა, გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა. „ეშტორილის'' ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი 34 წლის ელიაკიმ მანგალაა, რომელსაც „პორტუში'', „მანჩესტერ სიტისა'' და „ვალენსიაში'' უთამაშია.

23 წლის კრეატიული ნახევარმცველი თბილისის „დინამომ'' სამჯერ გაანათხოვრა: „გაგრა'' (2022), „სამგურალი'' (2023) და გორის „დილა'' (2024). მიმდინარე სეზონი თბილისის „დინამოში'' დაიწყო, 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა, პოლონეთს გოლი გაუტანა. მისი პროგრესისთვის კარიერის ევროპაში გაგრძელება აუცილებელი იყო. კარგია რომ შეთანხმება შედგა და მალე „ეშტორილში'' ოფიციალურად ჩაირიცხება. ასაკიდან გამომდინარე ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში დაასრულა, პროგრესისა და სტაბილურობის შემთხვევაში უახლოეს პერიოდში მისთვის ეროვნული ნაკრების კარი გაიღება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: მიქაუტაძე რეტეგის შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატია
Gazzetta: მიქაუტაძე რეტეგის შეცვლის ყველაზე რეალური კანდიდატია