გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

MLS-ის კლუბი 3,7 მილიონს იხდის | გულიაშვილის ტრანსფერზე დიდი ინტერესია

MLS-ის კლუბს გიორგი გულიაშვილის გადაბირება სურს და მზადაა ქართველის სანაცვლოდ 3,7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადოს. ინფორმაცია ბოსნიურ პოდკასტში (podcastu Dribler) გავრცელდა. კლუბის სახელი არ გაჟღერებულა, თუმცა კონკრეტული კლუბიდან დიდი ინტერესია. წყაროს ცნობით, გულიაშვილი „სარაევოს’’ ევროტურნირების შეხვედრებში დაეხმარება, თუმცა მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერის ალბათობაც საკმაოდ დიდია.

CrystalSport-ის ცნობით, გულიაშვილს რუსეთიდან ფინანსურად მიმზიდველი წინადადებები ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა რუსეთში თამაშზე კატეგორიული უარი თქვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევისთვის პრიორიტეტი ევროპაში თამაშია. ფეხბურთელის მენეჯერი ირაკლი ლილუაშვილი მოლაპარაკებას ევროპულ კლუბებთან აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე თურქეთის სუპერ ლიგის გუნდია, თუმცა ახლა უკვე MLS-ის კლუბიც გამოჩნდა.

გულიაშვილმა 2024-25 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. სეზონის მეორე ნახევარში გუნდის კაპიტანი გახდა, „სარაევოსთან“ ერთად ბოსნიის თასი მოიგო, ეს მისი პირველი ტიტულია ლეგიონერის სტატუსით. ასევე, ბოსნიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მოკლედ, საუკეთესო მომენტია ახალი გამოწვევების მისაღებად.

23 წლის გარემარბს სეზონის მიმდინარეობისას ფრანგულ, იტალიურ, თურქულ, ბერძნულ და კიდევ სხვა ევროპული ჩემპიონატების კლუბებს უკავშირებდნენ. მათ შორის რუსული კლუბებიც ფიგურირებდნენ, მაგრამ რადგან ფეხბურთელმა ეს წინადადებები დაბლოკა, მათი მხრიდან აქტიურობა აღარ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია