ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის მორიგი ბენეფისი - ნეშვილს პირადად მოუგო

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ ნეშვილს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა.

ანგარიში მე-17 წუთზე სწორედ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ეფექტური ჯარიმით გახსნა და დევიდ ბექჰემის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე ნეშვილი გააქტიურდა და 49-ე წუთზე მუხთარმა წონასწორობა აღადგინა.

62-ე წუთზე საქმეში კვლავ ლეო მესი ჩაერთო, რომელმაც ნეშვილს გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა არგენტინელმა მიმდინარე სეზონში ინტერ მაიამის რიგებში, ყველა ტურნირზე ერთად 27-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 22 გოლი დაუგროვდა. ლეო ასევე 7 საგოლე პასით იწონებს თავს.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ 5 შეხვედრაში შეასრულა დუბლი და MLS-ის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს მოახერხა.

რაც შეეხება დევიდ ბექჰემის გუნდს, სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ლიდერ ფილადელფიას 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერ მაიამის სხვა გუნდებზე 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბები კმაყოფილები არიან“ - ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
„კლუბები კმაყოფილები არიან“ - ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე