Aa Aa
19 ოქტომბერი 2021  |  16:23

ქართული რაგბი განახლებადი ენერგიის ავანგარდში

მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი ანდრიუს კალინდრა, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, წარმატებით განხორციელებული განახლებადი ენერგიის პროექტი წარადგინეს.

პროექტი, რომლის ღირებულება 350 ათას ევროს შეადგენს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ლიეტუვას მთავრობის დახმარებით და უშუალოდ ელჩის აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი სეგფ-ის დირექტორს,ბატონ გიორგი ჩიქოვანს მიუძღვის.

საქველმოქმედი ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებულ ორ შესანიშნავ ბაზაზე – „ლელო არენასა“ და მარტყოფის სარაგბო ბაზაზე მზის ელექტროსადგურების მონტაჟი ლიეტუვურმა კომპანია Solet Technics-მა მათმა ქართულმა პარტნიორმა Solar Energy Company-მ უზრუნველყვეს, მზის ელექტროსადგურები ჯამში 200 კვტ ენერგიას გამოიმუშავებენ, რაც ამ ორი ბაზის მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 80%-ია.

„მოხდა პრეცედენტული, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ლიეტუვას, ლიეტუვის საელჩოს, გიორგი ჩიქოვანს და კომპანიას, რომელმაც სამუშაოები შეასრულა. ეს პროექტი სრულ თანხვედრაშია ქვეყნის სტრატეგიასთან, რომ მოხდეს განახლებადი ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება და შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტის შემცირება. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს მთავრობისა და რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტში, რაც ქვეყნის მასშტაბით 100 მოედნის მშენებლობას ითვალისწინებს, მაქსიმალურად იქნება წარმოდეგენილი განახლებადი ენერგიის პოტენციალის გამოყენება, რაც სტრატეგიული დონორების აქტიური მხარდაჭერით მიღწევადი საკითხია. მოცემული პროექტის წარმატების მაგალითით, მოვუწოდებთ ქართულ  კომპანიებს, რომ მაქსიმალურად გააკეთონ აქცენტი მზის ენერგიის მოხმარებაზე და ამით ხელი შეუწყონ კლიმატის გაუმჯობესებას“ – განაცხადა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ. 

“მზის ელექტროსადგურების დამონტაჟება გლობალურად პოზიტიურ გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილებაზე მსოფლიოში. ეს პროექტი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშნელოვანი პროექტია და ჩვენ სპორტიდან მალე სხვა სფეროებშიც გადავინაცვლებთ. დიდი მადლობა რაგბის კავშირს მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.

ლიეტუვის თანამშრომლობა საქართველოსთან მზის ენერგიის სფეროში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტომ კლიმატის ცვლილების პროგრამისთვის ფინანსური რესურსების მიწოდება უზრუნველყო. პროცესში აქტიურად არის ასევე ჩართული საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

 

წყარო - rugby.ge

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage