საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

ერთი დღით ადრე - ჩიტასთან მატჩის თარიღი შეიცვალა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისის მეორე ტესტ-მატჩს ერთი დღით ადრე გამართავს. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი „ჩიტასს“ თავდაპირველად 12 ივლისს უნდა შეხვედროდა, თუმცა ბოლო და დადასტურებული ინფორმაციით, თამაში 11 ივლისისთვის გადმოიტანეს და სტარტს თბილისის დროით, 21:00 საათზე აიღებს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ შაბათს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულია და შესაბამისად, თამაშის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს შეხვედრა პარასკევს ჩაეტარებინათ.

„ჩიტასი“ სამხრეთ აფრიკის ფრენჩაიზია, რომელიც 1895 წელს დაარსდა. 2006-2017 წლებში სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩაერთო, მაგრამ 2020 წლის შემდეგ პანდემიამ მათ ამ შეჯიბრებაში ასპარეზობის საშუალება აღარ მისცა. 2022 წელს EPCR-მა „შავ ლომთან“ ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ ამ ტურნირის უცვლელი მონაწილეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩში რამდენიმე დღის წინ ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 5:34 დამარცხდა - ერთადერთი ლელო მასპინძლების შემადგენლობაში თორნიკე ჯალაღონიას ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიბრძოლეთ და ძლიერ გუნდს მოვუგეთ„ - ირლანდიელების მწვრთნელი ბორჯღალოსნებზე
„ვიბრძოლეთ და ძლიერ გუნდს მოვუგეთ„ - ირლანდიელების მწვრთნელი ბორჯღალოსნებზე