ლექსო ყაულაშვილი
Aa
Aa

სანაკრებო ბატალიების დროს - ყაულაშვილის ლელო TOP 14-ში

გასულ შაბათ-კვირას ქართველი მორაგბეების უმეტესობა საქართველოს ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული და იაპონიასთან ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნების ღირსებას იცავდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რიჩარდ ქოქრილის რჩეულთა შორის ვერ მოხვდნენ და ისევ კლუბებში ასპარეზობდნენ.

ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა ლექსო ყაულაშვილი, რომელიც „პოს“ სტუმრად „ბორდოსთან“ ძალიან დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებაში დაეხმარა. სტუმართა შემადგენლობაში პირველი ლელო მე-3 წუთზე სწორედ 33 წლის ქართველმა ლეგიონერმა დადო და მისმა გუნდმა საბოლოოდ 34:33 გაიმარჯვა.

როგორც მოგეხსენებათ „პოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძე ნაკრებში იყო გამოძახებული, ყაულაშვილის გარდა კი ამ გუნდის რიგებში ჟირონდელებთან მატჩში გურამ პაპიძემ იასპარეზა.

ათი ტურის შემდეგ „პო“ 32 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ტულუზას“ ჩამორჩება. ლექსო ყაულაშვილი და მისი თანაგუნდელები, რომელთაც უკვე ბექა გორგაძეც შეუერთდება, „სტად როშელს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რასაც ვაშენებდით, თითქოს თავზე ჩამოგვენგრა“ - გორგაძე მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებაზე
„რასაც ვაშენებდით, თითქოს თავზე ჩამოგვენგრა“ - გორგაძე მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებაზე