TOP 14-ში თავის პოზიციაზე საუკეთესოა - საფრანგეთში აბრამიშვილს აქებენ
Aa
Aa

TOP 14-ში თავის პოზიციაზე საუკეთესოა - საფრანგეთში აბრამიშვილს აქებენ

სერგო აბრამიშვილი უკვე რამდენიმე წელია ევროპაში საუკეთესო სარაგბო ლიგაში, საფრანგეთის TOP 14-ში ასპარეზობს და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ტვინის შერყევის გამო მიმდინარე სეზონში 22 წლის ქართველ ლეგიონერს „სტად ფრანსეს“ რიგებში ერთხელაც არ უთამაშია და ვარაუდობდნენ, რომ წელს მოედანზე პირველად „კლერმონთან“ მოახლოებულ მატჩში გავა, რაც მისი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოლ გასტარდმა ისაუბრა და აბრამიშვილის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„თუ ვინმე დამისვამს შეკითხვას, რომელ ახალგაზრდა მოთამაშეს უნდა დაეყრდნოს სამომავლოდ ჩვენი კლუბი, უპირველეს ყოვლისა სერგო აბრამიშვილს დავასახელებ. ტრავმის გამო სამი თვე გაუცდა, თუმცა რთულ პერიოდს გაუმკლავდა და „კლერმონთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება. მე თავის დროზე მაკო ვუნიპოლასა და ჯო მარლერის მთავარი მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერგო ახლა მათ დონეზე და TOP 14-ის საუკეთესო ბურჯია“.

ცნობისათვის, სერგო აბრამიშვილი „სტად ფრანსეს“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით 31 შეხვედრაში თავი 4 ლელოთი გამოიჩინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორაგბე, რომელიც იმსახურებს წლის საუკეთესოდ დაასახელონ“ | All Things Rugby ნინიაშვილზე
„მორაგბე, რომელიც იმსახურებს წლის საუკეთესოდ დაასახელონ“ | All Things Rugby ნინიაშვილზე