პოლ პოგბა, ლუის ენრიკე, ვიტინია, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება“ - ლუის ენრიკე მონაკოზე

ლიგა 1-ის მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ ესტუმრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ რამდენიმე დღის წინ „ტოტენჰემთან“ მოგებული მატჩიც შეაფასა და სხვა კითხვებსაც უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

„ტოტენჰემთან“გამარჯვება ხაზს უსვამს ჩვენი კლუბის იდენტობას და სათამაშო დონეს. გუნდსა და გულშემატკივრებს შორის არსებული კავშირი სირთულეების დაძლევაში გვეხმარება. ვიგებთ თუ ვმარცხდებით, ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვუტევთ - სათამაშო სტილს არ უნდა ვუღალატოთ.

ლუკა ერნანდესის გაძევება? არის სიტუაციები, როდესაც წამის მეათედებში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, რაც მარტივი არაა. ვესაუბრე ლუკას, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სასურველია, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას, თუმცა ამის თქმა მას არ სჭირდება, მისნაირმა გამოცდილმა ფეხბურთელმა ეს ისედაც იცის.

მწვრთნელისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა გუნდში ვიტინიას დონის ფეხბურთელი გყავს. მას უყვარს ფეხბურთის თამაში, მზადაა ყოველდღე ითამაშოს. შევძელით მისი სათამაშო სტილის ადაპტირება და გარკვეული კორექტივების შეტანა. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველია, თუმცა საერთოდ არ ჰგავს, მაგალითად, სერხიო ბუსკეტს, რომელიც მსოფლიო დონის ნახევარმცველი იყო. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ვფიქრობ, ვიტინიას მისთვის საუკეთესო როლი შევურჩიეთ.

„მონაკოს“ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მათი თამაში ძალიან მომწონს. არ მახსოვს, რომ „მონაკოსთან“ რომელიმე მატჩი ჩვენთვის მარტივი ყოფილიყოს. ეს ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება. კარგია, რომ პოგბა დაბრუნდა. ასეთი დონის ფეხბურთელები ამშვენებენ ფეხბურთს.

ნუნუ მენდეში ხვალ არ ითამაშებს. გარისკვა არ გვსურს, ვინაიდან „ტოტენჰემთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ გვითხრა, რომ მცირე პრობლემა აქვს, ამიტომ ახლა ძალებს აღიდგენს, რის შემდეგაც შევაფასებთ, როდის შეძლებს ის დაბრუნებას“.

ცნობისთვის, მონაკოსა და პსჟ-ის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის პსჟ 30 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, „მონაკო“ კი 20 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალი მხოლოდ სტანდარტების იმედადაა, პსჟ მათზე ძლიერია“ - კიმიხი
„არსენალი მხოლოდ სტანდარტების იმედადაა, პსჟ მათზე ძლიერია“ - კიმიხი